სომხეთმა და ავსტრიამ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს

სომხეთმა და ავსტრიამ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს

10 ივლისს სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა მიიღო ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური თავდაცვის მინისტრის გენერალური მდივანი, სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკის დირექტორი დოქტორი არნოლდ კამელი.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთში თომას მულმანი.

როგორც  სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში ირკვევა, განხილულ იქნა  სომხეთსა და ავსტრიას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები.

სურენ პაპიკიანმა სომხეთში განხორციელებული თავდაცვის რეფორმების მიმდინარეობა და ამ კონტექსტში საერთაშორისო თანამშრომლობის სფერო გააცნო. ასევე განიხილეს რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები.