საქართველოს საზღვრის გადაკვეთას ზემო ლარსთან რიგში 2608 სატვირთო მანქანა დგას

საქართველოს საზღვრის გადაკვეთას ზემო ლარსთან რიგში 2608 სატვირთო მანქანა დგას

11 ივლისს ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან საქართველოს საზღვრის გადაკვეთის თავის რიგს 2608 სატვირთო მანქანა ელოდება. ამის შესახებ  ჩრდილოეთ ოსეთის საგზაო მოძრაობის ორგანიზების ცენტრი ელექტრონული რიგის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ინტერფაქსის“ ცნობით, ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელმა სერგეი მენიაილომ განაცხადა, რომ სახელმწიფო საზღვარზე სატრანზიტო მანქანების დაგროვების გამო მაღალი მზადყოფნის რეჟიმი დაწესდა. ამ რეჟიმით, სატვირთო მანქანების შემოსვლა ჩრდილოეთ ოსეთში იზღუდება პარკინგის ადგილების გათავისუფლებამდე.