ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში კლუბის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, პროექტი შენობის რეაბილიტაციას და რეკონსტრუქციას ითვალისწინებს.
„პროექტი შენობის რეაბილიტაციას და რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. კერძოდ, განხორციელდება არსებული დარბაზების რეაბილიტაცია, რომელიც განკუთვნილია სპორტული და კულტურული წრეებისთვის, ასევე რეაბილიტირდება ბიბლიოთეკის სივრცეები. მოეწყობა გასახდელები, წყალ-კანალიზაციის სისტემა, საშხაპეები და სველი წერტილები.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარეობს.
სოფლებში, კულტურის სახლების და კლუბების რეაბილიტაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
შეგახსენებთ, რომ გასულ წლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა დაბა წაღვერისა და ახალდაბის კულტურის სახლებს”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.