ივლისში სამცხე-ჯავახეთში ტყით უკანონო სარგებლობის 18 ფაქტი გამოვლინდა, იუწყება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
ამავე წყაროს ცნობით, ივლისში საქართველოში ტყით უკანონო სარგებლობის 178 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 124 ეხება ხე-ტყის უკანონო ჭრას და ტრანსპორტირებას, ხოლო 54 – სახელოსნოებისა და უკანონო სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევას.