ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ტაბაწყირამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი და მისი მოადგილე გიორგი ტაბატაძე.
ბორჯომის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გზის 4,5 კმ-იან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტბეტონის საფარი და მიმდებარედ სანიაღვრე არხები და წყალგამტარი მილ-ხიდები მოეწყობა.
მათივე ცნობით, აღნიშნულ სოფლში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია პირველად ხორციელდება. განახლებული გზა ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.
ტაბაწყურთან მისასვლელი, ახალქალაქი-ბორჯომის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია 2020 წელს დაიწყო და პირველ ეტაპზე სოფელ ბალანთისა და ჭიხარულის გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ჯამში, 12 კმ-მდე გზის მონაკვეთი დაიგება.
„სოფელ ტაბაწყურში მდებარეობს ულამაზესი ტბა, რომელსაც ძალიან ბევრი ვიზიტორი სტუმრობს, განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას“, – განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მთის ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.