სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს ბანკის თავმჯდომარე მელ ქარვლინი მიიღო.
როგორც სომხეტის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატიდან იუწყებიან, სომხეთის პრემიერ-მინისტრი მიესალმა საქართველოს ბანკის სომხურ ფინანსურ ბაზარზე შესვლას და ქვეყანაში საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების გადაწყვეტილებას.
ნიკოლ ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ ქართული ბანკი სომხეთის ფინანსურ სექტორს ახალ კულტურას შემოიტანს.
წყაროს ცნობით, მელ ქარვლინმა აღნიშნა, რომ ისინი ოპტიმისტურად უყურებენ სომხეთის ფინანსურ ბაზარს და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებს და დასძინა, რომ ქვეყნის მონეტარული პოლიტიკა დაბალანსებულია, რაც ხელს უწყობს საინვესტიციო პროგრამების ეფექტურ განხორციელებას.„საქართველოს ბანკის“ თავმჯდომარემ ბანკის სამომავლო საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
აღნიშნულია, რომ საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების კონტექსტში ორივე მხრიდან ხაზგასმულია სომხეთის რესპუბლიკი მთავრობის თანმიმდევრული ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და რეფორმების უწყვეტობა.