8 ოქტომბერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ სიტყვით გამოვა.
ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ევროპარლამენტარების წინაშე მოხსენებით – „დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური პლურალიზმისთვის საფრთხეები საქართველოში“ წარდგება.
ასევე, ჯოზეფ ბორელი მოლდოვის შესახებაც ისაუბრებს და მოხსენებას, სახელწოდებით „მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ მოლდოვის მდგრადობის გაძლიერება“, წარადგენს.
ასევე, დღის წესრიგის მიხედვით, ევროპარლამენტის სესიაზე ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დარღვევების შესახებ გამართული დებატების შემდეგ ევროპარლამენტარები შესაბამის რეზოლუციებს მიიღებენ.
ევროპარლამენტში ჯოზეფ ბორელის გამოსვლა ადგილობრივი დროით 15:00 საათიდან დაიწყება.