პროექტების სრულად დასრულების შემდეგ სამცხე-ჯავახეთში 24-საათიანი წყალმომარაგებით 55 ათასამდე ბენეფიციარი შეძლებს ისარგებლოს, განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
მისი თქმით, 300 მილიონი ლარის სამუშაოები რეგიონის 24 დასახლებაში, მათ შორის ქალაქ ვალეში მიმდინარეობს. ვალეში სასმელი წყლის პრობლემა მრავალი წელია აწუხებს მოსახლეობას, მიუხედავად მრავალი დაპირებისა და არაკეთილსინდისიერი სარეაბილიტაციო სამუშაოებისა, მოსახლეობა კვლავ არ არის უზრუნველყოფილი მუდმივი წყლით. იგივე ვითარებაა რაბათის დასახლებაში.
ირაკლი ქარსელაძე აცხადებს, რომ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ 12 პროექტია განხორციელებული.