რა ეტაპზეა სამცხე-ჯავახეთის სოფლების გაზიფიცირების პროცესი, რომელიც გეგმის მიხედვით 2025 წელს უნდა დასრულდეს, თუმცა საპროექტო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა, სამცხე-ჯავახეთის „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი მთავრობასთან დაკავშირებას გეგმავს,- ამის შესახებ დღეს სოფიო ხორგუანმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, 2019 წელს სახელმწიფომ დაამტკიცა გეგმა, რომლის მიხედვითაც იგეგმებოდა 223 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება. 2020 წელს, ცვლილებების მიხედვით, დაიგეგმა დამატებით 384 უბნის გაზიფიცირება, მათ შორის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. პროექტის განხორციელების ვადაა 2025 წელი.
ხორგუანის თქმით, ამ ეტაპზე, წესით, საპროექტო სამუშაოები უნდა დაწყებულიყო, მაგრამ არ დაწყებულა.