ახალციხის ციხეზე გაიმართა შერეული საბრძოლო ხელოვნებისა და გრეპლინგის ტურნირი მე-13 ლეგიონისა და ორგანიზაცია „გრომ უნივერსალური ბრძოლის“ ორგანიზებით.
შეჯიბრში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 18 სპორტსმენი მონაწილეობდა.
აღსანიშნავია, რომ ახალციხელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს, მათ შორის გაიმარჯვეს რუდიკ ვირაბიანმა, ჰარუთ თოროსიანმა და ლევან გოგოლაძემ.