ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ31-კმ63 (ანდეზიტი-გადო) მონაკვეთზე, რომელიც ეროვნული მნიშვნელობისაა, ძლიერი თოვლის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, გზის სხვა მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
„თოვლის გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 185კმ-192კმ (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო 141კმ-184კმ (მესტია-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ყველა სხვა სახის ტრანსპორტით გადაადგილება თავისუფალია. 1კმ-140კმ ადგილზე (ზუგდიდი-მესტია) ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39კმ-62კმ (ნაქერალას უღელტეხილი), საჩხე (სარეკი)-უზუნთა-სხმერი-ზუდალის გზაზე და გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის მონაკვეთზე (1კმ თოვლის გამო. -52კმ გომი-სავანე) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი ყველა სახის ტრანსპორტისთვის თავისუფალია“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.