ირაკლი კობახიძე – დაკავშირებადობის გაფართოება და ევროკავშირში ინტეგრაცია კვლავაც რჩება საქართველოს პრიორიტეტებად

ირაკლი კობახიძე – დაკავშირებადობის გაფართოება და ევროკავშირში ინტეგრაცია კვლავაც რჩება საქართველოს პრიორიტეტებად

ჩემთვის სასიხარულოა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობა – ეს არის ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის და დღის წესრიგის მთავარი საკითხების განხილვის მართლაც უნიკალური შესაძლებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, დაკავშირებადობის გაფართოება და ევროკავშირში ინტეგრაცია კვლავაც რჩება საქართველოს პრიორიტეტებად.

„ჩემთვის სასიხარულოა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობა, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში. ეს არის ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის და დღის წესრიგის მთავარი საკითხების განხილვის მართლაც უნიკალური შესაძლებლობა. მოუთმენლად ველი წელს ეკონომიკური უსაფრთხოების შესახებ დისკუსიებში მონაწილეობის და საქართველოს სტრატეგიების წარმოჩენის შესაძლებლობას. დაკავშირებადობის გაფართოება და ევროკავშირში ინტეგრაცია კვლავაც რჩება საქართველოს პრიორიტეტებად”, – აღნიშნავს პრემიერი.