სომხეტის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მონაწილეობა მიიღო ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე „ეკონომიკური უსაფრთხოების“ თემაზე.
იგი დახურულ ფორმატში გაიმართა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს, ესტონეთის, თურქეთის, პორტუგალიის, ანდორას, ბოსნია-ჰერცეგოვინას, სერბეთისა და ლატვიის ლიდერები.
როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატიდან იუწყებიან, ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი.