ახალციხეში კალათბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში სოფლების საძელისა და პატარა ფამაჯის სკოლებმა პრიზებით დაჯილდოვდნენ

ახალციხეში კალათბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში სოფლების საძელისა და პატარა ფამაჯის სკოლებმა პრიზებით დაჯილდოვდნენ

ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა კალათბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში იასპარეზეს. კალათბურთში ვაჟთა შორის ადგილები ასე გადანაწილდა:

I ადგილი – ახალციხის მე-5 საჯარო სკოლა

II ადგილი – ქალაქ ვალის №1 საჯარო სკოლა.

საპრიზო ადგილები გოგონებს შორის დაიკავეს:

I ადგილი – ქალაქ ახალციხის მე-2 საჯარო სკოლა

II ადგილი – სოფელ პატარა პამაჯის საჯარო სკოლა.

მაგიდის ჩოგბურთში ვაჟთა შორის პირველი ადგილი სოფელ საძელის საჯარო სკოლამ დაიკავა, მეორე ადგილი მუსხის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა.

გოგონებს შორის პირველი ადგილი დაიკავა მუსხის 1-ლი საჯარო სკოლის გუნდმა, მეორე ადგილი მინაძისა და ახალციხის 1-ლი საჯარო სკოლების გაერთიანებულმა გუნდმა დაიკავა.

გამარჯვებული გუნდების წევრები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. პირველ ადგილზე გასული გუნდები რეგიონულ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას. რეგიონულ თამაშში გამარჯვებული გუნდები საქართველოს ჩემპიონატისთვის იბრძოლებენ, შემდეგ კი საერთაშორისო შეჯიბრებებში იასპარეზებენ.