ახალციხის N2 საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა.
პროექტით არცერთი კომპანია არ დაინტერესებულა, ამიტომ რეაბილიტაცია ამ ეტაპზე გაურკვეველი ვადით გადაიდო.
ცნობისთვის, N2 საშუალო სკოლის რეკონსტრუქციისთვის 4 353 504 ლარი გამოიყო. ამ ეტაპზე უცნობია, როდის გამოაცხადებს სააგენტო ახალ ტენდერს.