ახალციხის მერია საახალწლო გირლანდებისა და აქსესუარების შესაძენად 42 ათას ლარამდე, ხოლო ტკბილეულზე 4000 ლარამდე დახარჯვას გეგმავს – ტენდერი ორ ეტაპად უკვე გამოცხადდა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დაგეგმილია გარე განათების და სხვადასხვა სახის დეკორაციის მოწყობა. გარდა ამისა, გეგმავენ 4000 ლარის დახარჯვას ტკბილეულზე, რძის შოკოლადზე, შოკოლადებსა და ფუნთუშებზე.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, 200 ტომარაში მინიმუმ 250 გრამი ტკბილეულის დარიგება იგეგმება. ამავე დოკუმენტების მიხედვით, ორივე სახელმწიფო შესყიდვისთვის თანხა მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.