ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 1 დაშავდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 1 დაშავდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ახლა ის საოპერაციოშია – ამ ინფორმაციას ახალციხის საავადმყოფოს დირექტორი ადასტურებს. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გასწრების მანევრს ახორციელებდა, როდესაც საჭის მართვა ვერ მოხერხდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი მივიდა და ორი ცხედარი იპოვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.