19, 20, 25 და 29 დეკემბერს საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ საავტომობილო გზის მონაკვეთზე მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება, – ამის შესახებ ახალციხის მერიაში აცხადებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მოძრაობა შეიზღუდება კონკრეტულად შალვა ახალციხელისა და მერაბ კოსტავას ქუჩების კვეთაზე. შეგახსენებთ, რომ ახალციხეში ნაძვის ხის განათება ხვალ იგეგმება. ოფიციალური ინფორმაციით, ღონისძიებაზე მომღერალი ნუცა ბუზალაძე წარდგება. ის 18000 ლარად იმღერებს, მირზა მოდებაძე კი 8000 ლარად.
21 დეკემბერს ვალეში ნაძვის ხის ანთებას გეგმავენ.