ევროკომისია ქართველი ჩინოვნიკებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას სთავაზობს

ევროკომისია ქართველი ჩინოვნიკებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას სთავაზობს


ევროკომისია ქართველი ჩინოვნიკებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას სთავაზობს.

პროექტის მიხედვით, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მქონე ქართველმა ჩინოვნიკებმა, ასევე მათი ოჯახის წევრებმა ევროკავშირში გასამგზავრებლად ვიზა უნდა მიიღონ.

ეს შეზღუდვები არ ვრცელდება სხვა მოქალაქეებზე. პროექტი ჯერ არ არის დამტკიცებული ევროპის საბჭოს მიერ.

ევროკომისიის განცხადებით, „ეს არის პასუხი ხელისუფლების სასტიკ რეპრესიებზე მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის მიმართ“.