ევროკავშირმა არ უნდა აჩქარდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების საკითხის მოგვარებას, ევროკავშირის ლიდერებმა სტრატეგიული მოთმინება უნდა გამოიჩინონ. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ბულგარეთში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან გაიხსენა, რომ ამჟამად ევროკავშირში მიმდინარეობს დისკუსია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების კიდევ ერთი გახანგრძლივების საკითხზე და გადაწყვეტილება იანვრის ბოლოს უნდა იყოს მიღებული. „აუცილებელია სიტუაციის გაანალიზება იმ თვალსაზრისით, თუ რომელი ქმედებები იქნება რაციონალური და რომელი ირაციონალური“, – ციტირებს უნგრულმა სააგენტომ MTI მთავრობის მეთაურს.