სირიის ახალმა ხელისუფლებამ ქვეყნის დროებით მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ასად ჰასან ალ-შიბანი დანიშნა. ამის შესახებ სირიის საინფორმაციო სააგენტო SANA იტყობინება.
„გენერალური სარდლობა აცხადებს ბ-ნი ასად ჰასან ალ-შიბანის დანიშვნას საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელად სირიის ახალ მთავრობაში“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.