პარლამენტთაშორისი კავშირის 150-ე ასამბლეის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა სომხეთის რესპუბლიკის თავმჯდომარის მოადგილე ჰაკობ არშაკიანი, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ სომხეთი ადასტურებს, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების პროექტი დამტკიცდა და მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.ჩვენ ვიწვევთ აზერბაიჯანს შემოგვიერთდეს ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმაში ჩვენი ორი ხალხის მშვიდობიანი და აყვავებული მომავლისკენ. ამის შესახებ სომხეთის ეროვნული ასამბლეიდან იუწყებიან.
სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ჰაკობ არშაკიანმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
,,ქალბატონო პრეზიდენტო,
თქვენო აღმატებულებავ,
პატივცემულო დეპუტატებო,ქალბატონებო და ბატონებო,
პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს უზბეკეთიდან ულამაზეს ქალაქ ტაშკენტში სტუმართმოყვარეობის მაღალი დონისთვის. ჩვენ ვმუშაობთ უფრო სამართლიანი, მშვიდობიანი და აყვავებული სამყაროს შესაქმნელად. ვიკრიბებით საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეისთვის, ჩვენ ერთიანი ვართ იმ აქტუალური საკითხების გადასაჭრელად, რაც ჩვენ წინაშე დგას; სამართლიანობაზე, თანასწორობაზე და, უპირველეს ყოვლისა, მშვიდობაზე დაფუძნებული მომავალი. სომხეთს მიაჩნია, რომ რეალური განვითარება უფრო მეტია, ვიდრე ეკონომიკური ზრდა. განვიხილავთ ისეთი სისტემების შექმნას, რომლებიც უზრუნველყოფენ მოქალაქეთა სოციალურ დაცვას, თანაბარ შესაძლებლობებსა და ღირსებას; სომხეთმა სოციალური დაცვის ხარჯები 2025 წელს 2024 წელთან შედარებით 14,9 პროცენტით გაზარდა. სწორედ ასეთი ქმედებებით ვაძლიერებთ დემოკრატიას, ვაშენებთ უფრო ძლიერ საზოგადოებას. სამშვიდობო ხელშეკრულება ახლა მზად არის ხელმოწერისთვის და სომხეთი მზად არის დაასრულოს ეს ისტორიული ნაბიჯი. ჩვენ ვიწვევთ აზერბაიჯანს შემოგვიერთდეს ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმაში ჩვენი ორი ხალხის მშვიდობიანი და აყვავებული მომავლისკენ.”