სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან რეგიონული თანამშრომლობის გამოწვევებზე მიძღვნილ პანელ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან რეგიონული თანამშრომლობის გამოწვევებზე მიძღვნილ პანელ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი 12 აპრილს აზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში, პანელ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას თემაზე: “გამოწვევები და შესაძლებლობები რეგიონული თანამშრომლობისთვის სამხრეთ კავკასიაში”.

ამის შესახებ  სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში იუწყებიან.