Headlines

ახალციხეში მანქანა ქალს დაეჯახა – მიმდინარეობს გამოძიება

ახალციხეში მანქანა ქალს  დაეჯახა –  მიმდინარეობს გამოძიება

დღეს საღამოს ახალციხეში, ნათენაძის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომობილი ქვეითის  გადასასვლელთან შუახნის ქალს დაეჯახა. შემთხვევა საღამოს მოხდა.

როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის პრესსამსახურში აცხადებენ, დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „იმედში“ გადაიყვანა. კლინიკა იმედის კლინიკური მენეჯერის თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმე არ არის, თუმცა ამ წუთებში მას საჭირო გამოკვლევები უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.