ახალციხეში ვულკანიზაციის ხელოსანი მუშაობის დროს დაშავდა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
„პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აღინიშნება თავის ტვინის შეშუპება. სჭირდება ნეიროქირურგიული ჩარევა“, – გვეუბნება ახალციხის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორი.
როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, მამაკაცი საბურავს ცვლიდა, როცა საბურავი გასკდა და ხელოსანს მოხვდა.
ველოდებით განმარტებებს შსს-დან და 112-დან.