საქართველოს მოქალაქის პირადობის, დროებითი ბინადრობის, მუდმივი ბინადრობის და დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლები იცვლება. ახალ პირადობის მოწმობაზე QR კოდსსაც დაიტანენ. ბრძანებას ხელი ანრი ოხანაშვილმა მოაწერა.
1. მოწმობა უნდა შეიცავდეს:
ა) სახელს;
ბ) გვარს;
გ) სქესს;
დ) მოქალაქეობას;
ე) დაბადების თარიღს;
ვ) დაბადების ადგილს;
ზ) პირად ნომერს;
თ) ფოტოსურათს;
ი) პირადი ხელმოწერის ნიმუშს;
კ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელებას;
ლ) მოწმობის გაცემის თარიღს;
მ) მოწმობის მოქმედების ვადას;
ნ) ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატს, შესაბამის დახურულ გასაღებს და სერტიფიკატის გამცემ ორგანოს;
ო) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატს, შესაბამის დახურულ გასაღებს და სერტიფიკატის გამცემ ორგანოს;
პ) მოწმობის წვდომის კოდს (CAN – Card Access Number);
ჟ) QR კოდს, რომლის მეშვეობით შესაძლოა გადამოწმდეს დოკუმენტის ან/და პირის შესახებ ინფორმაცია.