სახალხო დამცველის აპარატი ლევან იოსელიანისა და იუსტიციის მინისტრის შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს
სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი იუსტიციის მინისტრ, ანრი ოხანაშვილს შეხვდა. როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სახალხო დამცველმა იუსტიციის მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მათივე ინფორმაციით, მთავარ განსახილველ საკითხს წარმოადგენდა მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა უფლებრივი მდგომარეობა და პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული გამოწვევები. სახალხო დამცველმა მინისტრს გააცნო ამ მიმართულებით აპარატის მიერ მომზადებული ანგარიშები და რეკომენდაციები. „იუსტიციის მინისტრმა და სახალხო დამცველმა…