ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი კობახიძეს – მე ნამდვილად მწამს, ჩვენ გაგვაჩნია ისტორიული შესაძლებლობა, რომ სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების თავი დავხუროთ და შევქმნათ მდგრადი მშვიდობა ჩვენს რეგიონში

ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი კობახიძეს – მე ნამდვილად მწამს, ჩვენ გაგვაჩნია ისტორიული შესაძლებლობა, რომ სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების თავი დავხუროთ და შევქმნათ მდგრადი მშვიდობა ჩვენს რეგიონში

ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, მე ნამდვილად მწამს, რომ ჩვენ გაგვაჩნია ისტორიული შესაძლებლობა, რომ სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების თავი დავხუროთ და შევქმნათ მდგრადი მშვიდობა ჩვენს რეგიონში – ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ რეგიონალური და საერთაშორისო სტაბილურობისა და მშვიდობის მიღწევაში…

Read More
საგარეო უწყება – სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივნის, ალექსანდრე გოგოლაძის მიმართ დისციპლინარული წარმოება განხორციელდა მის მიერ შინაგანაწესის უხეშად დარღვევის ფაქტზე

საგარეო უწყება – სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივნის, ალექსანდრე გოგოლაძის მიმართ დისციპლინარული წარმოება განხორციელდა მის მიერ შინაგანაწესის უხეშად დარღვევის ფაქტზე

სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივნის, ალექსანდრე გოგოლაძის მიმართ დისციპლინარული წარმოება განხორციელდა მის მიერ შინაგანაწესის უხეშად დარღვევის ფაქტზე. კერძოდ, ალექსანდრე გოგოლაძემ შესაბამისი პროცედურის დარღვევით, საპატიო მიზეზის გარეშე, გრძელვადიანი მივლინებით ადგილსამყოფელი ქვეყანა, სომხეთის რესპუბლიკაში თვითნებურად დატოვა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებული რეგულაციის მიხედვით, სამუშაო დღეებში ადგილსამყოფელი ქვეყნის…

Read More
150 000 ლარზე მეტი 11 სოფლის გარე განათებისთვის – ახალციხე

150 000 ლარზე მეტი 11 სოფლის გარე განათებისთვის – ახალციხე

ახალციხის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში გარე განათების მოწყობა იგეგმება, რისთვისაც 150 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავენ – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. გარე განათების სამუშაოებზე სახელმწიფო ტენდერი ორ ეტაპად გამოცხადდა. ანდაში, ანდრიაწმინდაში, ხეოთში, მუსხსა და ურაველში გარე განათებისთვის 65 000 ლარამდე, ხოლო ზიკილიაში, აწყურში, თისელში, ტყემლანში, გიორგიწმინდასა და წნისში 90 000 ლარამდეა დაგეგმილი….

Read More
ფაშინიანმა და ბლინკენმა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესისა და სომხურ-ამერიკული დღის წესრიგის საკითხები განიხილეს

ფაშინიანმა და ბლინკენმა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესისა და სომხურ-ამერიკული დღის წესრიგის საკითხები განიხილეს

 სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს ტელეფონით ესაუბრა. როგორც  პრემიერ-მინისტრის აპარატში აცხადებენ,  მათ განიხილეს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესთან და სომხეთ-აშშ-ის ორმხრივი დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები.

Read More
ცესკოს თავმჯდომარემ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს არჩევნების მზადების პროცესზე ინფორმაცია მიაწოდა

ცესკოს თავმჯდომარემ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს არჩევნების მზადების პროცესზე ინფორმაცია მიაწოდა

ცესკოს თავმჯდომარემ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს არჩევნების მზადების პროცესზე ინფორმაცია მიაწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. კერძოდ, უწყების ინფორმაციით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის მთავარი თემა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობები იყო. როგორც გავრცელებულ…

Read More
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები დასახელდნენ

2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები დასახელდნენ

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი დასახელდა. მათგან ერთ-ერთი 4 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება და ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცემა. კონკურსი, ლიბერთი ბანკის სტრატეგიული პარტნიორობით მერვედ ტარდება და საუკეთესო ათეულის წევრებს ლიბერთი ბანკი ტრადიციულად წელსაც დააჯილდოებს. 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები, არიან: გიორგი ლიპარიშვილი – თბილისი სმე-6 საავტორო სკოლის, ათასწლეულის სკოლის, საერთაშორისო…

Read More
ნიკოლ ფაშინიანი – მზად ვართ, აზერბაიჯანთან მშვიდობისა და ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების ტექსტს ხელი სწრაფად მოვაწეროთ

ნიკოლ ფაშინიანი – მზად ვართ, აზერბაიჯანთან მშვიდობისა და ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების ტექსტს ხელი სწრაფად მოვაწეროთ

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი მზადაა ხელი მოაწეროს სამშვიდობო ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან იმ პირობებით, რაც აქამდე იყო შეთანხმებული. „ამ ბოლო დროს გსმენიათ, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების 80 პროცენტი შეთანხმებულია, ასეთი განცხადებები გაკეთდა სხვადასხვა პლატფორმებიდან და მინდა განვაცხადო, რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში. ამ მომენტში სრულად არის შეთანხმებული ცამეტი მუხლი და სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის პრეამბულა, ხოლო კიდევ სამი მუხლი,…

Read More
ასპინძის მუნიციპალიტეტში მეხის დაცემის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

ასპინძის მუნიციპალიტეტში მეხის დაცემის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთასთან მეხის დაცემის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მეხის ჩამოვარდნის დროს ორივე პირი ტყეში იმყოფებოდა. როგორცსასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში განაცხადეს, ადგილზე მისულ ეკიპაჟს ერთი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული დახვდა.

Read More
გიორგი ამილახვარმა და შალვა პაპუაშვილმა ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში ახლად რეაბილიტირებული სკოლები დაათვალიერეს

გიორგი ამილახვარმა და შალვა პაპუაშვილმა ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში ახლად რეაბილიტირებული სკოლები დაათვალიერეს

8 სექტემბერს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე­ შალვა პაპუაშვილმა და სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარ-დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში ახლად რეაბილიტირებული სკოლები დაათვალიერეს. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობისა და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები ახალციხის მე-5 საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება. „სრული რეაბილიტაციის შედეგად ახალციხის მე-5 საჯარო სკოლის შენობაში,…

Read More
სომეხი დეპუტატი – სომხეთს BRICS-ის სამიტზე ნიკოლ ფაშინიანი წარადგენს

სომეხი დეპუტატი – სომხეთს BRICS-ის სამიტზე ნიკოლ ფაშინიანი წარადგენს

სომხეთს ყაზანში BRICS-ის სამიტზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი წარადგენს, – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელმა, სარქის ხანდანიანმა მედიასთან საუბარში განაცხადა. „სომხეთი მიიღებს მონაწილეობას BRICS-ის სამიტში პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის დონეზე“, – განაცხადა დეპუტატმა. ამასთან, მან დაამატა, რომ ვერ იტყვის, რა სტატუსით მიიღებს მონაწილეობას ქვეყანა სამიტში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რესპუბლიკა ორგანიზაციაში გაწევრიანებას არ…

Read More
ახალციხეში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ღონისძიებისთვის ემზადებიან

ახალციხეში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ღონისძიებისთვის ემზადებიან

ახალციხეში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ღონისძიებისთვის ემზადებიან, რის გამოც გუშინ ქალაქის ცენტრალური ქუჩა (თამარ მეფის ძეგლთან) გადაკეტეს. ღონისძიება 8 სექტემბერს არის დაგეგმილი. ახალციხეში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტის გამო ქუჩის საათი მოხსნეს. როგორც ახალციხის მერიაში გვითხრეს, საათი სარემონტოდ წაიღეს.

Read More
სოფო ხორგუანი განათლების მინისტრს და ნინოწმინდის მერს მიმართავს და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფუძნებისკენ მოუწოდებს

სოფო ხორგუანი განათლების მინისტრს და ნინოწმინდის მერს მიმართავს და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფუძნებისკენ მოუწოდებს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დღემდე არ დაფუძნებულა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, თუმცა, საჭიროება ნამდვილად არსებობს – ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებისა და მუნიციპალიტეტის განვითარების შესაძლებლობების გათვალისწინებით, მოგიწოდებთ, დროულად მიიღოთ ზომები პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დასაფუძნებლად! – ასე მიმართავს უფლებადამცველი სოფო ხორგუანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერს, ანივარდ მოსოიანსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გიორგი ამილახვარს. მისი ცნობით, 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდში გაიცა დაპირება,…

Read More
ბორჯომის ხეობაში, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ბორჯომის ხეობაში, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ბორჯომის ხეობაში, დაბა ახალდაბას მიმდებარედ, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ხანძრის ქრობაში 150-მდე მეხანძრე – მაშველი და 4 ვერტმფრენი მონაწილეობდა. „ცეცხლის ქრობის პროცესში, დღეს დილიდან სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი მონაწილეობდა. მეხანძრე-მაშველების მიერ სალოკალიზაციო და სალიკვიდაციო ინტენსიური სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ხანძრის…

Read More
ბორჯომის მერი – ბორჯომში ტურისტული მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია გრძელდება

ბორჯომის მერი – ბორჯომში ტურისტული მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია გრძელდება

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ტაბაწყირამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი და მისი მოადგილე გიორგი ტაბატაძე. ბორჯომის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გზის 4,5 კმ-იან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტბეტონის საფარი და მიმდებარედ სანიაღვრე არხები და წყალგამტარი მილ-ხიდები მოეწყობა. მათივე ცნობით, აღნიშნულ სოფლში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია პირველად ხორციელდება. განახლებული გზა ადგილობრივი…

Read More
სკოლებში  ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება იწყება

სკოლებში ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება იწყება

საქართველოს საჯარო სკოლებში პროფესიული განათლების პროგრამების განხორციელება იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები საქართველოს მასშტაბით საპილოტედ შერჩეულ 20 საჯარო სკოლის ბაზაზე განხორციელდება „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვრის ინიციატივით, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, მიმდინარე წლიდან პროფესიული განათლება საჯარო სკოლებში შედის….

Read More
ირაკლი კობახიძე სომხეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

ირაკლი კობახიძე სომხეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ კავშირებსა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია კარგ საფუძველს ქმნის სხვადასხვა მიმართულებით საქართველოსა და სომხეთის პარტნიორობის გასაღრმავებლად. საუბარი შეეხო მსოფლიოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და გამოწვევებთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას….

Read More
ნიკოლოზ სამხარაძე სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძე სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და საპარლამენტო დელეგაციის წევრები სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, ალენ სიმონიანს და ვიცე-პრეზიდენტს, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, რუბენ რუბინიანს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე, სტრატეგიულ პარტნიორობასა და საპარლამენტო კავშირების გაძლიერებაზე, მათ შორის, ახალი როგორც ორმხრივი, ასევე რეგიონული საპარლამენტო ფორმატების…

Read More
სამცხე-ჯავახეთში ტყით უკანონო სარგებლობის  18  ფაქტი გამოვლინდა

სამცხე-ჯავახეთში ტყით უკანონო სარგებლობის 18 ფაქტი გამოვლინდა

ივლისში სამცხე-ჯავახეთში ტყით უკანონო სარგებლობის 18 ფაქტი გამოვლინდა, იუწყება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. ამავე წყაროს ცნობით, ივლისში საქართველოში ტყით უკანონო სარგებლობის 178 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 124 ეხება ხე-ტყის უკანონო ჭრას და ტრანსპორტირებას, ხოლო 54 – სახელოსნოებისა და უკანონო სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევას.

Read More
საქართველოს იუსტიციის სახლში უცხო ქვეყნის მოქალაქის ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისი დაინერგა

საქართველოს იუსტიციის სახლში უცხო ქვეყნის მოქალაქის ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისი დაინერგა

იუსტიციის სახლში უცხო ქვეყნის მოქალაქის ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისი დაინერგა. უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაზღვევის პოლისის შეძენა მთელი საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის 121 ფილიალსა და მობილურ იუსტიციის სახლებში შეუძლია. სერვისების სააგენტოს ინფორმაციით, დაზღვევის მსურველ უცხოელ მომხმარებელს საშუალება აქვს, სხვა სერვისებთან ერთად გამარტივებული, მოქნილი პროცედურით და კონკურენტუნარიანი ღირებულებით, მრავალფეროვანი სადაზღვევო პაკეტი შეიძინოს და საკუთარ ჯანმრთელობაზე საქართველოში ყოფნის პერიოდშიც…

Read More
მორიგი ცვლილება ახალციხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში

მორიგი ცვლილება ახალციხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი მეშვიდედ შეიცვალა. დღეს საკრებულომ მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდასაჭერად 132 ათასი ლარი გამოყო, გადაწყვეტილება დღეს საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. როგორც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა გელა ლომიძემ განაცხადა, მიმართვის საფუძველზე ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციისთვის თანხა გამოიყო. საკრებულოს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილმა 42 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო გადასახდელებმა 55 მილიონამდე…

Read More
ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე, მრავალი წლის წინ დაზიანებული სტადიონის აღდგენას გეგმავენ

ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე, მრავალი წლის წინ დაზიანებული სტადიონის აღდგენას გეგმავენ

ახალციხეში 9 აპრილის ქუჩაზე No11-ში არსებული მინი-სტადიონის რეაბილიტაცია იგეგმება. სპორტული მოედანი მრავალი წელია საჭიროებს განახლებას. მიუხედავად დანგრეული ინფრასტრუქტურისა, ბავშვები მაინც თამაშობენ ამ მოედანზე. გასულ თვეში ჩვენმა რედაქტორებმა მოამზადეს ვრცელი სტატია ამ თემაზე. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია მინი-სტადიონის რეაბილიტაციისთვის 300 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დაგეგმილია მიმდებარე…

Read More
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ხელმძღვანელი პირები რამდენიმე ლოკაციაზე იმყოფებოდნენ, სადაც პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დაათვალიერეს. „მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები როგორც ადგილობრივი, ისე მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. „დაბა ახალდაბაში, ბორჯომის ქუჩაზე, ცენტრალური გზის გამყოლი ღობეების რეაბილიტაცია 1 აპრილიდან დაიწყო…

Read More
საქართველოს და სომხეთის პარლამენტების მეგობრობის ჯგუფის წევრებმა ვარძიის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერეს

საქართველოს და სომხეთის პარლამენტების მეგობრობის ჯგუფის წევრებმა ვარძიის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერეს

საქართველოს და სომხეთის პარლამენტების მეგობრობის ჯგუფის წევრები ვარძიის სამონასტრო კომპლექსს ესტუმრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა ისტორიული ძეგლის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და სამონასტრო კომპლექსში არსებული ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, ბერ-მონაზვნებისთვის განკუთვნილი კელიები, სატრაპეზო და ღვინის მარანი დაათვალიერეს. ორი დღის განმავლობაში განხილული საკითხები და მათი მნიშვნელობა სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის…

Read More
მიუღებელია აზერბაიჯანის მცდელობა, ჩართოს სომხეთი გამწვავებულ რიტორიკაში- სომხეთის რესპუბლიკის  საგარეო საქმეთა სამინისტრო

მიუღებელია აზერბაიჯანის მცდელობა, ჩართოს სომხეთი გამწვავებულ რიტორიკაში- სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო

სომხეთის რესპუბლიკის რიტორიკაში ჩართვის მცდელობები მიუღებელია. სომხეთის მთავრობა რჩება მშვიდობის დღის წესრიგის ერთგული და არ გადაუხვევს ამ სტრატეგიას.  ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანი ბადალიანმა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა. „გაუგებარია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება სომხეთის რესპუბლიკის არმიის პროვოკაციული ქმედებების შესახებ სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე. წინადადებები, რომლებიც გაკეთებულია სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის…

Read More
ცნობილია „ჯავახეთის ხმის“ სიმღერის კონკურს-ფესტივალის პირველი ეტაპის შედეგები

ცნობილია „ჯავახეთის ხმის“ სიმღერის კონკურს-ფესტივალის პირველი ეტაპის შედეგები

რამდენიმე დღის წინ გაიმართა სიმღერის კონკურს-ფესტივალის “ჯავახეთის ხმა” პირველი ტური, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 150-მდე შემსრულებელმა ახალქალაქიდან, ნინოწმინდიდან, ახალცხადან, ასპინძისა და წალკის რეგიონიდან. მოსმენები ახალქალაქში ფონდ ,,ჯავახეთის მხარდაჭერა”-ს ოფისში, ნინოწმინდაში კი საგანმანათლებლო და კულტურულ ცენტრში “რაფაელ ჯავახში” გაიმართა. პროექტის ჟიურის წევრები იყვნენ ერევნის კომიტასის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, ოპერის მომღერალი ალექსანდრე თამაზოვი, პიანისტი, კომპოზიტორი, ერევნის კომიტასის…

Read More
ახალქალაქში დაკავებულია ერთი პირი

ახალქალაქში დაკავებულია ერთი პირი

ახალქალაქში, ერთი პირის სახლის ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია 2 უკანონო ლულა და 96 ვაზნა, ერთი პირი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, იუწყება შსს. ამავე წყაროს ცნობით, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად იარაღის უკანონო ჩამორთმევის შედეგად 9 პირი დააკავეს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება მუხლით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე ვადით.

Read More
ახალციხეში დღეიდან საქალაქო ტრანსპორტი ფასიანი გახდა

ახალციხეში დღეიდან საქალაქო ტრანსპორტი ფასიანი გახდა

დღეს, 19 ივლისს, ახალციხეში  ახალმა ავტობუსებმა სოფლების მიმართულებით მოძრაობა დაიწყეს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოემსახურება აწყურის, კლდის, მინაძის, მეორე შეხტის და ქალაქ ვალის მოსახლეობას. ავტობუსებზე დამონტაჟებულია გადახდის მოწყობილობები. სოფლების მიმართულებით მგზავრობის ღირებულება 1 ლარი იქნება, ხოლო მეორე შახტაში და სოფელ მინაძემდე – 50 თეთრი. მგზავრობის საფასურის გადახდა მოქალაქეებს თიბისი ბანკის ბარათით შეეძლებათ. ქალაქის ირგვლივ მოძრაობის ღირებულება 0,50…

Read More
სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება

სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება

ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება განხორციელდა – სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება და მოსწავლეები სავალდებულო განათლებას 10 კლასის ჩათვლით მიიღებენ. ამას “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა. მიღებული კანონის მიხედვით, საქართველოში ზოგადი განათლების სამი საფეხური შემდეგნაირად განისაზღვრება: – დაწყებითი (6 წელი – I-VI კლასები), საბაზო (4…

Read More
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, თოდუას მრავალპროფილურ კლინიკაში იმყოფებოდა

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, თოდუას მრავალპროფილურ კლინიკაში იმყოფებოდა

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, თოდუას მრავალპროფილურ კლინიკაში იმყოფებოდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ანაჰიტ ავანესიანი, ადგილზე, გაეცნო სამედიცინო ცენტრის მუშაობის სპეციფიკას და იმ სერვისებს, რასაც პაციენტები სახელმწიფო დაფინანსებით იღებენ. „კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი წივწივაძემ, სომხეთის დელეგაციის წევრებს სხვადასხვა განყოფილებები დაათვალიერებინა და კლინიკაში არსებული თანამედროვე მიდგომებისა და აპარატურის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თოდუას კლინიკაში ვიზიტისას, ჯანდაცვის მინისტრი…

Read More
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში კლუბის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში კლუბის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში კლუბის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, პროექტი შენობის რეაბილიტაციას და რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. „პროექტი შენობის რეაბილიტაციას და რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. კერძოდ, განხორციელდება არსებული დარბაზების რეაბილიტაცია, რომელიც განკუთვნილია სპორტული და კულტურული წრეებისთვის, ასევე რეაბილიტირდება ბიბლიოთეკის სივრცეები. მოეწყობა გასახდელები, წყალ-კანალიზაციის სისტემა, საშხაპეები და სველი წერტილები. სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი…

Read More