სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყაზანში, BRICS-ის მე-16 სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ხელშეწყობის საკითხები. სამშვიდობო დღის წესრიგში, მათ შორის სამშვიდობო შეთანხმების, საზღვრის დემარკაციისა და ორმხრივი ინტერესის მქონე სხვა საკითხების შესახებ.
როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატიდან იუწყებიან, საგარეო საქმეთა მინისტრებს დაევალათ გააგრძელონ ორმხრივი მოლაპარაკებები შეთანხმებაზე „მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ“, რათა დასრულდეს და დადასტურდეს რაც შეიძლება მალე.