„საქართველოს რკინიგზა“ 1-3 აპრილს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

„საქართველოს რკინიგზა“ 1-3 აპრილს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ 1, 2 და 3 აპრილს, თბილისი- ბათუმი -თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. „საქართველოს კრინიგზის“ ინფორმაცით, ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/ სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.

Читать далее
დავით ზალკალიანი – უსაფრთხოების კუთხით, საქართველოსა და უკრაინას მსგავსი გამოწვევები აქვთ

დავით ზალკალიანი – უსაფრთხოების კუთხით, საქართველოსა და უკრაინას მსგავსი გამოწვევები აქვთ

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინას უსაფრთხოების კუთხით მსგავსი გამოწვევები აქვთ. როგორც მან ეუთოს მოქმედ თავმჯდომარე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ზბიგნევ რაუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია პოლონეთის მხარდაჭერა და ასევე, ეუთო-ს აქტიური ჩართულობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების პროცესში. „აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების კუთხით, ჩვენს ქვეყანას, საქართველოსა და უკრაინას მსგავსი გამოწვევები აქვთ….

Читать далее
ახალციხის მერია  სოციალურად დაუცველი პირებისთვის პროდუქტის შეძენას გეგმავს

ახალციხის მერია  სოციალურად დაუცველი პირებისთვის პროდუქტის შეძენას გეგმავს

ახალციხის მერია, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული პირების ოჯახებისთვის, ზეთის, ფქვილის, შაქრის, მაკარონის, წიწიბურის შეძენას გეგმავს. მომსახურებისთვის  ტენდერი უკვე 5 ეტაპად  გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული. 242 ტომარა 25 კილოგრამიანი ფქვილი, 242 ერთეული ხუთ ლიტრიანი ზეთი, 1210 კგ მაკარონი, 726 კგ შაქარი, 484 კგ წიწიბურა – ამ რაოდენობის პროდუქტის  შესყიდვას…

Читать далее
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრს, ჯეიმს ჰიპის შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრს, ჯეიმს ჰიპის შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მინისტრს, ჯეიმს ჰიპის შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და წარმატებული პარტნიორობა. „ჯუანშერ ბურჭულაძემ ბრიტანულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მინისტრებმა რუსეთის…

Читать далее
აზერბაიჯანის რესპუბლიკა ამზადებს ნიადაგს ახალი პროვოკაციებისთვის და მთიან ყარაბაღზე თავდასხმისთვის. სომხეთის უშიშროების საბჭო

აზერბაიჯანის რესპუბლიკა ამზადებს ნიადაგს ახალი პროვოკაციებისთვის და მთიან ყარაბაღზე თავდასხმისთვის. სომხეთის უშიშროების საბჭო

სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მთიანი ყარაბაღის ირგვლივ არსებული უსაფრთხოების ვითარება განიხილა და ის უკიდურესად დაძაბულად შეაფასა. სიტუაციის ანალიზი აჩვენებს, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკა ამზადებს ნიადაგს ახალი პროვოკაციებისთვის და მთიან ყარაბაღზე თავდასხმისთვის, ცდილობს მოძებნოს მოჩვენებითი გამართლება, მათ შორის სომხეთის რესპუბლიკის დადანაშაულება სამშვიდობო შეთანხმების საკითხში დესტრუქციულ ქმედებებში. შექმნილ ვითარებაში, უშიშროების საბჭო საჭიროდ თვლის კიდევ ერთხელ დაადასტუროს…

Читать далее
შალვა პაპუაშვილი სომეხ კოლეგას მასპინძლობს

შალვა პაპუაშვილი სომეხ კოლეგას მასპინძლობს

საქართველო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მის სომეხ კოლეგას მასპინძლობს. როგორც საქართველოს პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, მხარეები მოწოდებულები არიან ქვეყნებს შორის გულწრფელი მეგობრობისა და პარტნიორობის კავშირი ჩამოაყალიბონ. ამის შესახებ ის „ტვიტერის“ გვერდზე წერს. „ჩემი პატივია ვუმასპინძლო ალენ სიმონიანს, სომხეთის ეროვნული კრების პრეზიდენტს, მისი მცირეხნიანი ვიზიტისას საქართველოში. ჩვენ მოწოდებულები ვართ ჩამოვაყალიბოთ გულწრფელი მეგობრობისა და პარტნიორობის კავშირები“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

Читать далее
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ინფლაცია მარტი-აპრილის თვიდან შემცირდება, თუმცა პროგნოზით გათვალისწინებულ 3-პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელს ვერ დაუახლოვდება

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ინფლაცია მარტი-აპრილის თვიდან შემცირდება, თუმცა პროგნოზით გათვალისწინებულ 3-პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელს ვერ დაუახლოვდება

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ინფლაცია მარტი-აპრილის თვიდან შემცირდება, თუმცა პროგნოზით გათვალისწინებულ, 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს ის ვერ დაუახლოვდება. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „ინფლაციის პროგნოზმა გარკვეული ცვლილებები განიცადა, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის შეჭრის შედეგად უკრაინაში დაიწყო ომი. შესაბამისად, მთელ რიგ პროდუქტებზე, რომლის მომწოდებლებიც ეს ქვეყნები იყვნენ და არამხოლოდ, საერთაშორისო ბაზრებზე დაიწყო ფასების ზრდა….

Читать далее
აზერბაიჯანმა კვლავ სცადა პოზიციების წინსვლა არცახში

აზერბაიჯანმა კვლავ სცადა პოზიციების წინსვლა არცახში

26 მარტს, დაახლოებით დილის 11:00 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა კვლავ მიმართეს აგრესიას სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, იტყობინება არცახის თავდაცვის სამინისტრო. მტერი ცდილობდა წინსვლას არცახის რესპუბლიკის აღმოსავლეთ საზღვრისკენ, რუსეთის სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ზონაში. არცახის თავდაცვის არმიის ქვედანაყოფები მოწინააღმდეგის წინსვლის შესაჩერებლად ადეკვატურ ზომებს იღებენ. რსკ-ს სარდლობასთან ერთად გადაიდგმება ნაბიჯები სიტუაციის მოგვარების გზების მოსაძებნად.

Читать далее
„იმპექსის“ სააფთიაქო ქსელში თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებზე ფასები 80%-მდე შემცირდა

„იმპექსის“ სააფთიაქო ქსელში თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებზე ფასები 80%-მდე შემცირდა

„იმპექსის“ სააფთიაქო ქსელში, მედიკამენტების უმსხვილეს თურქ მწარმოებლებთან და დისტრიბუტორებთან – Nobel და Abdi Ibrahim – მოლაპარაკებების ფარგლებში, ყველაზე აქტიურად მოხმარებად მედიკამენტებზე ფასები 80%-მდე შემცირდა. საქართველოს ფარმაცევტული ბაზრისთვის თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის შესაძლებლობა მიმდინარე წლის იანვრიდან, მთავრობის #188 დადგენილების ცვლილებაზე ხელმოწერის შემდეგ შევიდა ძალაში. სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ ერთ-ერთი პირველია ფარმაცევტულ სექტორში, რომელმაც დაიწყო თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტი. 26 მარტიდან,…

Читать далее
ორმხრივი სროლების შედეგად აზერბაჯიანმა  სულ  მცირე  5 ჯარისკაცი დაკარგა

ორმხრივი სროლების შედეგად აზერბაჯიანმა სულ მცირე 5 ჯარისკაცი დაკარგა

„24 მარტს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა, უხეშად დაარღვიეს 2020 წლის 10 ნოემბრის სამმხრივი განცხადება, შეიჭრნენ არცახის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ჯარების პასუხისმგებლობის ზონაში , აიღეს კონტროლი სოფელ ფარუხზე, ასკერანის რაიონი, და მიმდებარე პოზიციები, შემდეგ კი ცდილობდა შეტევის გაგრძელება არცახის რესპუბლიკის აღმოსავლეთ საზღვრის მიმართულებით. მრავალსაათიანმა მოლაპარაკებამ რუსეთის სამშვიდობო ჯარებთან და არცახის შესაბამის ორგანოებთან მნიშვნელოვანი შედეგი არ…

Читать далее
ლევან სილაგავას განცხადებით, ხორბლისა და ფქვილის ფასის კიდევ გაზრდის შემთხვევაში, სახელმწიფო პურის ფასს დაასუბსიდირებს

ლევან სილაგავას განცხადებით, ხორბლისა და ფქვილის ფასის კიდევ გაზრდის შემთხვევაში, სახელმწიფო პურის ფასს დაასუბსიდირებს

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ხორბლისა და ფქვილის ფასის კიდევ გაზრდის შემთხვევაში, სახელმწიფო პურის ფასს დაასუბსიდირებს. როგორც სილაგავამ აღნიშნა, სუბსიდირების საკითხს, სავარაუდოდ, მთავრობის მომდევნო სხდომაზე განიხილავენ. „ჩვენი ასოციაცია მთავრობასთან კომუნიკაციაში ვართ. უფრო გაძვირებული ფქვილისა და ხორბლის შემთხვევაში, რაც ალბათ იქნება, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ დაასუბსიდიროს პურის ფასი. შესაძლოა 80 ლარის ფარგლებში…

Читать далее
აგვისტოში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „სევანი“  ჩატარდება, რომელშიც საქართველოც მიიღებს მონაწილეობას

აგვისტოში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „სევანი“ ჩატარდება, რომელშიც საქართველოც მიიღებს მონაწილეობას

2022 წლის 6 აგვისტოს სევანის ტბის პირველ საჯარო სანაპიროზე, ხოლო 7 აგვისტოს ქალაქ სევანის საფესტივალო პარკში, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „სევანი“ ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში სომხეთის საელჩო ავრცელებს. მათივე ცნობით, 2018 წლიდან ფესტივალი გახდა საერთაშორისო და მასპინძლობდა ჯგუფებს საფრანგეთიდან, აშშ-დან, რუსეთიდან, საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან. „ფესტივალის შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე: https://rb.gy/chymol მონაწილეობის მისაღებად განაცხადები უნდა შეავსოთ 2022…

Читать далее
სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების მიმართულებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციები ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა

სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების მიმართულებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციები ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა

სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების მიმართულებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცემა. ამ მიზნით კი, ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში ახალი სსიპ-ი – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო ჩამოყალიბდება. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა. “საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში იცვლება განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიებსა და ზონებში…

Читать далее
ყველა შეზღუდვა, გარდა ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულებისა, უქმდება

ყველა შეზღუდვა, გარდა ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულებისა, უქმდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ყველა შეზღუდვა, გარდა ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულებისა, უქმდება. მათ შორის, უქმდება რაოდენობრივი შეზღუდვა როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ასევე სპორტულ, სახელოვნებო თუ სხვა სახის ღონისძიებებზე. ასევე აღარ იმოქმედებს თვითიზოლაციის ვალდებულება პირებისთვის, ვინც ქვეყანაში „პისიარ“ ტესტის გარეშე ბრუნდება. შესაბამისი გადაწყვეტილებების შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა,…

Читать далее
ამირან გამყრელიძის განცხადებით, სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ ჰიბრიდული მეთოდით გაგრძელდება

ამირან გამყრელიძის განცხადებით, სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ ჰიბრიდული მეთოდით გაგრძელდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ ჰიბრიდული მეთოდით გაგრძელდება. მისივე თქმით, სკოლის ან კლასის დისტანციურ მოდელზე გადასვლის გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის შედეგად მიიღება. „დღეს იყო საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საუბარი, რომ საჯარო უწყებებში დისტანციურ რეჟიმზე ვინც იყო, მიეცათ რეკომენდაცია, რომ ადამიანები დაუბრუნდნენ ჩვეულებრივ, დასწრებულ მუშაობას. სკოლას ეს არ შეხებია. თუ სკოლაში არის ინფიცირება და…

Читать далее
ნინოწმინდაში ორ სოფელთან მისასვლელი გზა ჩაკეტილია

ნინოწმინდაში ორ სოფელთან მისასვლელი გზა ჩაკეტილია

ნინოწმინდის ორი სოფლის გზა ჯერ  ჩაკეტილია და უამინდობის გამო გაწმენდა ვერ ხერხდება. მიზეზი დიდთოვლობაა. როგორც მერიაში გვაცნობეს,  ვლადიმიროვკასა და ტამბოვკასთან მისასვლელი გზები ხვალ და ზეგ გაიწმინდება. ნინოწმინდის მერის მოადგილემ, არმენ ბდოიანმა გვითხრა, რომ მათ უკვე გაწმინდეს  28 სოფლისა და ქალაქ ნინოწმინდის მისასვლელი გზა.

Читать далее
თბილისში გაიმართა ნახატების პირველი გამოფენა თემაზე „სომეხთა გენოციდი – კულტურული გენოციდი“

თბილისში გაიმართა ნახატების პირველი გამოფენა თემაზე „სომეხთა გენოციდი – კულტურული გენოციდი“

ა.წ. 21 მარტს, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საქართველოს სომხური სათვისტომოს“ ორგანიზებით გაიმართა ნახატების პირველი გამოფენა თემაზე „სომეხთა გენოციდი – კულტურული გენოციდი“. ინიციატივა გაგრძელდება და 24 აპრილამდე იგეგმება ამავე თემაზე გამოფენების მოწყობა თბილისის სხვა რაიონებშიც.

Читать далее
ახალციხე-ნინოწმინდის გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ახალციხე-ნინოწმინდის გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია. ამავე მონაკვეთზე, ლიპყინულის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

Читать далее
დღეს პროტესტის ნიშნად ახალციხელების ნაწილი ,,ალტ ინფოს” ოფისთან შეიკრიბა, რომელიც პარტიის ოფისის დახურვას ითხოვდა

დღეს პროტესტის ნიშნად ახალციხელების ნაწილი ,,ალტ ინფოს” ოფისთან შეიკრიბა, რომელიც პარტიის ოფისის დახურვას ითხოვდა

დღეს პროტესტის ნიშნად ახალციხელების ნაწილი ,,ალტ ინფო”-ს ოფისთან შეიკრიბა, ისინი პარტიის ოფისის დახურვას ითხოვდნენ. აქციის დაწყებიდან ცოტა ხანში შემთხვევის ადგილზე ,,ალტ-ინფო” პარტიის წარმომადგენლები მივიდნენ და მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება  დაიწყო. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავებიც .

Читать далее
ახალციხე-ნინოწმინდის გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ახალციხე-ნინოწმინდის გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ცუდი ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

Читать далее
საქართველოსა და პოლონეთს შორის სტრატეგიული რეზერვების სფეროში თანამშრომლობის შესახებ პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და პოლონეთს შორის სტრატეგიული რეზერვების სფეროში თანამშრომლობის შესახებ პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოსა და პოლონეთის რესპუბლიკის სამთავრობო სტრატეგიული რეზერვების სააგენტოს შორის სპეციალური შეთანხმება გაფორმდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხელშეკრულება მიზნად ისახავს მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას. უწყების ცნობით, შეთანხმებას ხელი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის…

Читать далее
PSP-ში თურქული წარმოების  მედიკამენტები 77%-მდე გაიაფდა

PSP-ში თურქული წარმოების მედიკამენტები 77%-მდე გაიაფდა

PSP-ში თურქულ წარმოებებთან Abdi Ibrahim და Nobel -თან მოლაპარაკებების შედეგად 10-მდე დასახელების მედიკამენტი 77%-მდე გაიაფდა. მთავრობის მიერ N188 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებამ და მედიკამენტების გამარტივებული იმპორტის რეჟიმის გამოცხადებამ მოგვცა შესაძლებლობა აქტიურად მუშაობა დაგვეწყო თურქ მწარმოებლებთან და დისტრიბუტორებთან. ამ ცვლილების საფუძველზე, უკვე ერთი თვეა, PSP-ს სააფთიაქო ქსელში საქართველოს მასშტაბით მომხმარებლები თურქული წარმოების გერმანულ მედიკამენტ „ქსარელტო 15მგ“ თურქეთის აფთიაქებში…

Читать далее
საქართველოს სკოლებში უკრაინელი 38 მოსწავლე ჩაირიცხა

საქართველოს სკოლებში უკრაინელი 38 მოსწავლე ჩაირიცხა

საქართველოს საჯარო სკოლებში ამ დროის მონაცემებით, უკრაინელი 38 მოსწავლე ჩაირიცხა, თუმცა, მიმართვა ჩარიცხვასთან დაკავშირებით 72 მოსწავლის უფლებამოსილმა პირმა გააკეთა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა განუცხადა. როგორც მახარაშვილმა აღნიშნა, უკრაინელი მოსწავლეების ქართულ საჯარო და კერძო სკოლებში მიღების გამარტივებული პროცედურა მოსწავლეების დოკუმენტის გარეშე მიღებასაც გულისხმობს. „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან ის…

Читать далее
ილია მეორე – ხვალ, 12:00 საათზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ, ყველამ ერთად შევავედროთ უფალს უკრაინა და მთელი მსოფლიო

ილია მეორე – ხვალ, 12:00 საათზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ, ყველამ ერთად შევავედროთ უფალს უკრაინა და მთელი მსოფლიო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მრევლს მიმართავს და მშვიდობისთვის ერთობლივი ლოცვისკენ მოუწოდებს. ილია მეორე მრევლს მიმართავს, რომ ყველამ ერთად შევავედროთ უფალს უკრაინა და მთელი მსოფლიო. „სამწუხაროდ, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული საომარი მოქმედებები გრძელდება, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება. მინდა მოვუწოდო ჩვენს მრევლს (როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში მყოფთ) მშვიდობისათვის ერთობლივი ლოცვისთვის. ხვალ, ხუთშაბათს, თბილისის დროით 12:00-ზე, სადაც არ…

Читать далее

თურქეთისა და პოლონეთის ელჩები ქალაქ ვალეში სტალინის ქუჩის სახელის შეცვლის იდეაზე საუბრობენ

თურქეთისა და პოლონეთის ელჩები ახალციხეში, ქალაქ ვალეში სტალინის ქუჩის სახელის შეცვლის იდეაზე საუბრობენ. მათი თქმით, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, „გაოცებას იწვევს  ვალის ცენტრალური ქუჩა, რომელიც დღემდე ატარებს სტალინის სახელს“. პოლონეთის ელჩის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის პარალელურად, სიმბოლური, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ საქართველოში სტალინის სახელთან დაკავშირებული ქუჩები და მუზეუმი შეიცვლება. ელჩებმა აღნუშნული საკითხი განიხილეს თბილისში დიპლომატიური…

Читать далее
ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით კითხვები აქვთ, თუმცა მხარს დაუჭერენ

ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით კითხვები აქვთ, თუმცა მხარს დაუჭერენ

საპარლამენტო ოპოზიციას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ ინიცირებული რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით კითხვები აქვს, თუმცა, ამის მიუხედავად, კენჭისყრაზე მის მხარდაჭერას მაინც გეგმავს. როგორც რეზოლუციის პროექტის განხილვისას „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რეზოლუციის პროექტი არაკომპეტენტურადაა შედგენილი და მისი მხარდაჭერა შეურაცხმყოფელია. „უცნაურ დოკუმენტს გვთავაზობთ მხარდასაჭერად. მიუხედავად იმისა, რომ მე მხარს დავუჭერ ამ დოკუმენტს, ალბათ ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც იცნობს ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურებს,…

Читать далее
კულტურის სამინისტრო – ეროვნულ კინოცენტრში ფინანსური რესურსის კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ ხარჯვის ფაქტები, ფინანსური მართვის სისტემის ხარვეზები და სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტები გამოვლინდა

კულტურის სამინისტრო – ეროვნულ კინოცენტრში ფინანსური რესურსის კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ ხარჯვის ფაქტები, ფინანსური მართვის სისტემის ხარვეზები და სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტები გამოვლინდა

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნულ კინოცენტრში კინოცენტრის მიერ ფინანსური რესურსის კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ ხარჯვის ფაქტები,ფინანსური მართვის სისტემის ხარვეზები და სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტები გამოვლინდა. როგორც უწყებაში განმარტავენ, აუდიტორული შემოწმების შედეგად ასევე გამოვლინდა შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის სისტემატური ხასიათიც. უწყების ცნობით, ფინანსური აუდიტი, 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. „კულტურის სამინისტრო აქვეყნებს იმ დარღვევების…

Читать далее
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, მრგვალი მაგიდა გაიმართება

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, მრგვალი მაგიდა გაიმართება

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით მრგვალი მაგიდა სახელწოდებით “ახალ სავაჭრო პარტნიორებთან თანამშრომლობის პერსპექტივები არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე“ გაიმართება. ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ცნობით, ღონისძიების პარტნიორები არიან საქართველო-უკრაინის ბიზნეს ასოციაცია და საქართველო-რუმინეთის სავაჭრო პალატა. „აღნიშნულ ღონისძიებაზე, უკრაინაში რუსეთის აგრესიისა და საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე განხილული იქნება როგორც საქართველოს საექსპორტო პოტენციალის დივერსიფიკაციის საჭიროება ასევე ახალ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობა….

Читать далее
სალომე ზურაბიშვილი – მივმართავ ჩემს კოლეგას და მეგობარს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვთხოვ, დააბრუნოს ელჩი – სააკაშვილის შეწყალების თემაზე კი პასუხი უკვე გაცემულია

სალომე ზურაბიშვილი – მივმართავ ჩემს კოლეგას და მეგობარს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვთხოვ, დააბრუნოს ელჩი – სააკაშვილის შეწყალების თემაზე კი პასუხი უკვე გაცემულია

ამ ტრიბუნიდან მივმართავ, ჩემს კოლეგას და მეგობარს, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვთხოვ, დააბრუნოს ელჩი, რათა ჩვენ ორ ერს შორის, ამ უმძიმეს წუთებში, კავშირი სრულიად გამყარდეს და იყოს უფრო მჭიდრო და უდრეკი, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკის. მისივე თქმით, უკრაინასა და საქართველოს შორის ნებისმიერი უთანხმოება რუსეთისთვის და მხოლოდ რუსეთისთვისაა…

Читать далее
„საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს

“საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, არანაირი საფრთხე იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რკინიგზა რელსების გარეშე დარჩეს ამ ეტაპზე არ არსებობს. „საქართველოს რკინიგზა 13 მარტს ტელეკომპანია ,,პირველის” საინფორმაციო გადაცემაში რელსების ტენდერთან დაკავშირებით გაშუქებულ საკითხს ეხმაურება. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ტენდერი შედგა და ხელშეკრულება საქართველოს რკინიგზამ კომპანია ,,უნი 2″-თან 2021 წლის, სექტემბრის დასაწყისში გააფორმა. დოკუმენტის თანახმად,…

Читать далее