Headlines

ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ, მრგვალი მაგიდის ფორმატში მოწყობილ დისკუსიაში – „ინვესტირება ენერგეტიკის მომავალში” მონაწილეობა მიიღო

ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ, მრგვალი მაგიდის ფორმატში მოწყობილ დისკუსიაში – „ინვესტირება ენერგეტიკის მომავალში” მონაწილეობა მიიღო


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ მრგვალი მაგიდის ფორმატში მოწყობილ დისკუსიაში – “ინვესტირება ენერგეტიკის მომავალში” მონაწილეობა მიიღო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრემიერმა დისკუსიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მდგრადი ენერგიის წყაროების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, მნიშვნელოვანია, ალტერნატიულ – სუფთა, ხელმისაწვდომი და მდგრადი ენერგიის წყაროებში მეტი ინვესტიცია ჩაიდოს.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, გლობალური ენერგეტიკული მოთხოვნა იზრდება და მიმდინარე ენერგეტიკულმა კრიზისმა ნათლად აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო ენერგეტიკის სექტორის ტრანსფორმაციისა და სუფთა და მდგრადი ენერგეტიკის სფეროში მეტი ინვესტირების მიმართულებით აქტიურად მუშაობს და მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, არსებულმა გეოპოლიტიკურმა კონტექსტმა საქართველოს საკვანძო სტრატეგიული მდებარეობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა.

„საქართველოს შეუძლია სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ევროპის ენერგომომარაგების უზრუნველყოფის მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. ამ მიზნით, შავ ზღვაში საქართველოსა და ევროპის დამაკავშირებელი წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის გაყვანის იდეაზე მუშაობა მიმდინარეობს. ეს სტრატეგიული პროექტი ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის მწვანე განახლებადი ენერგიის სატრანზიტო შესაძლებლობების შექმნას გულისხმობს.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია ისტორიული ცვლილებების განხორციელება, ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფა და გლობალურ კლიმატის ცვლილებაში დადებითი გრძელვადიანი ცვლილებების მოხდენა.

დისკუსიის თანათავმჯდომარეები ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი აბდულ-ფათაჰ ალ-სისი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი იყვნენ.

დისკუსიაში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ასევე არაერთი ქვეყნის ლიდერი და კერძო კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობდა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ՀՀ Զինված ուժերի կազմավորման 27-ամյակին նվիրված ընդունելություն Թբիլիսիում

ՀՀ Զինված ուժերի կազմավորման 27-ամյակին նվիրված ընդունելություն Թբիլիսիում

Հունվարի 28-ին ՎրաստանումՀՀ դեսպանությունը ՀՀ Զինված ուժերի կազմավորման 27-ամյակի առթիվ Թբիլիսիում կազմակերպեց պաշտոնական ընդունելություն, որին ներկա էին Վրաստանի պաշտպանության նախարար Լևան Իզորիան (Levan Izoria), նախարարի առաջին տեղակալ Լելա Չիքովանին (Lela Chikovani), ԶՈՒ Գլխավոր շտաբի պետ, գեներալ-մայոր Վլադիմեր Չաչիբայան (Vladimer Chachibaia), պաշտապանության նախկին նախարար, գեներալ-լեյտենանտ Դավիթ Թևզաձեն (David Tevzadze), ՀՀ պաշտպանության նախարարի խորհրդական, գեներալ-լեյտենանտ Էնրիկո Ապրիամովը (Enrico Apriamov), ՊՆ և ԶՈՒ Գլխավոր շտաբի վարչությունների և ծառայությունների պետեր, Վրաստանի ԱԳՆ պաշտոնյաներ, Վրաստանում հավատարմագրված դիվանագիտական և ռազմադիվանագիտական կորպուսի ներկայացուցիչներ, ռազմական փորձագետներ, Վրաստանի խորհրդարանի հայազգի պատգամավորներ, հոգևոր դասի և վիրահայ համայնքային կառույցների մի շարք ներկայացուցիչներ։ Այս մասին տեղեկացնում է Վրաստանում ՀՀ դեսպանատունը։

Ողջույնի իր խոսքում Վրաստանում ՀՀ ռազմական կցորդ, գնդապետ Տիգրան Հովհաննիսյանն անդրադարձ կատարեց օրվա խորհրդին ու Հայոց զինուժի դերին ու նշանակությանը, ինչպես նաև խոսեց Հայոց բանակի կազմավորման գործընթացի ու դրա անցած ուղու մասին։

Վրաստանի պաշտպանության նախարար Լևան Իզորիան իր ելույթում ընդգծեց հայ և վրացի ժողովուրդների միջև պատմականորեն ձևավորված փոխգործակցության կարևորությունը՝ շեշտելով ռազմական համագործակցության զարգացման անհրաժեշտությունը՝ ի շահ երկու երկրների և տարածաշրջանային անվտանգության։ Նախարարը, անդրադառնալով հայ-վրացական բարեկամությանը, մատնանշեց, որ Հայաստանը մշտապես դիտարկվում է որպես բարեկամ երկիր։

Վրաստանում ՀՀ դեսպան Ռուբեն Սադոյանն իր շնորհավորական խոսքում նշեց այն կարևոր դերակատարությունը, որն իրականացնում են ՀՀ Զինված ուժերը երկրի անվտանգության պահպանման գործում։

ՀՀ պաշտպանության նախարարի խորհրդական Էնրիկո Ապրիամովը խոսեց դարերի պատմություն ունեցող հայ-վրացական զինակցության մասին։