გრიპი, რომელიც გართულებით მიმდინარეობს, ბოლო კვირებში აღარ დაფიქსირებულა, ის ჩანაცვლებულია რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნავს, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი იწვევს წვრილი ბრონქების სანათურის ანთებას, მისი დიამეტრის შემცირებას, რაც ვლინდება შეტევითი ხასიათის ხველით, სუნთქვის მკვეთრი გაძნელებით, ტემპერატურის მატებით, ასევე, ახასიათებს გახშირებული სუნთქვა, სუნთქვაში…