ახალციხის მუნიციპალიტეტი სახელმწიფო სტრუქტურებში ხელფასების გაზრდას გეგმავს
ახალციხის მერიის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ, ინფლაცია მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა დაადასტურა. მერის,ირაკლი ლაზარაშვილის განცხადებით, 2024 წელს ხელფასის 2 სახის ზრდა იგეგმება. დაგეგმილია პოლიტიკური თანამდებობის პირების (მერი, თავმჯდომარე), საჯარო მოხელეებისა და კერძო სექტორის მუშაკების ხელფასის 10%-ით გაზრდა. მერის თქმით, რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, ახალციხის მუნიციპალიტეტში ანაზღაურება ყველაზე დაბალია და მისი დაბალანსებაც იგეგმება.