გიორგი ამილახვარი – ჩემს მოადგილეებთან ერთად შევხვდი მასწავლებლებს, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ
შევხვდი ამ ადამიანებს [მასწავლებლებს], ჩემს მოადგილეებთან ერთად. მოვუსმინე მათ არგუმენტებს და პირადად გავაცანი სახელფასო პოლიტიკისა და დირექტორების არჩევნების შესახებ ჩემი მოსაზრებები, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, რითაც მასწავლებლების პროტესტს გამოეხმაურა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს. მინისტრის განცხადებით, სამინისტრო ხვდება ყველას და მათთვის მნიშვნელოვანია თითოეულის გულისწუხილი. „ჩვენ ყველას ვხვდებით….