
ნიკოლოზ სამხარაძე სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და საპარლამენტო დელეგაციის წევრები სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, ალენ სიმონიანს და ვიცე-პრეზიდენტს, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, რუბენ რუბინიანს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე, სტრატეგიულ პარტნიორობასა და საპარლამენტო კავშირების გაძლიერებაზე, მათ შორის, ახალი როგორც ორმხრივი, ასევე რეგიონული საპარლამენტო ფორმატების…