ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის მსურველთა რაოდენობა შემცირებულია.
შემცირებული ვაქცინაციის პროცესის ფონზე, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საინფორმაციო კამპანია და ღონისძიება იმართება. ამ შინაარსის შეხვედრა გაიმართა ახალციხეშიც, სადაც ვიზიტორებს ვაქცინაციის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციის მიღების გარდა, სხვადასხვა აქტივობებსა და მარათონებშიც შეეძლოთ მონაწილეობა, რის შემდეგაც წამახალისებელი საჩუქრები მიიღეს.
აქტივობა იმუნიზაციისა და ვაქცინოლოგიის ასოციაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის თანამშრომლობით და USAID-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტ „MEDიატორის“ ფარგლებში განხორციელდა.