ახალქალაქში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ახალქალაქში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა


„მხარი დავუჭიროთ უკრაინას“, „არა ომს“, „რუსეთი ოკუპანტია“ – ასეთი ბანერებით ახალქალაქში შეიკრიბნენ ქალაქის მაცხოვრებლები  და სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინას.  მონაწილეების თქმით, აქციას 50-ზე მეტი მოქალაქე მონაწილეობდა. მოსახლეობა ასევე გეგმავს მიიღოს მონაწილეობა  უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარულ აქციაში. შეგახსენებთ, რომ ერთი კვირაა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში უკრაინის მიმართ სოლიდარობის აქციები მიმდინარეობს.