ირაკლი ქადაგიშვილი – ევროკავშირის წევრი ვერ გახდები, თუ გარკვეულ სტანდარტებამდე არ მიხვალ – ეს არის მოცემულობა, რომელსაც მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ყოფნის და გარკვეული სტანდარტების შესაბამისობა სჭირდება

ირაკლი ქადაგიშვილი – ევროკავშირის წევრი ვერ გახდები, თუ გარკვეულ სტანდარტებამდე არ მიხვალ – ეს არის მოცემულობა, რომელსაც მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ყოფნის და გარკვეული სტანდარტების შესაბამისობა სჭირდება


ევროკავშირის წევრი ვერ გახდები, თუ გარკვეულ სტანდარტებამდე არ მიხვალ – ეს არის მოცემულობა, რომელსაც მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ყოფნის და გარკვეული სტანდარტების შესაბამისობა სჭირდება, – აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

ქადაგიშვილის შეფასებით, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი მოკლე პერიოდი არ იქნება, მაგრამ იქნება ძალიან საინტერესო.

“ევროკავშირის მაღალ სტანდარტებთან ბევრი სფეროს მისადაგება მოგვიწევს. აქედან გამომდინარე, საგნობრივი მსჯელობა იქნება ყველა რეფორმასთან დაკავშირებით – დაწყებული სასამართლო რეფორმიდან, დამთავრებული სოციალური საკითხებით. ეს პროცესი მიმართული იქნება ქვეყნის განვითარებისკენ, რადგან ამ რეფორმებმა ქვეყანა ევროკავშირის სტანდარტებთან უნდა დააახლოვოს. რა თქმა უნდა, იქნება შენიშვნები და შეფასებები. ეს არის ძალიან ცოცხალი პროცესი, სადაც ვეცდებით, წარმატებული ვიყოთ.

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ევროკავშირში წევრობა”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.