„ალტ-ინფო“ პარტიის ახალციხის ოფისზე გაკეთებული შეურაცხმყოფელი შინაარსის მქონე წარწერები წაშალეს.
აპირებს თუ არა პარტიამ ამ ფაქტის გამო მიმართოს სამართალდამცველებს ?
„კონსერვატიულ მოძრაობაში” ჩვენს კითხვას არ უპასუხეს და გვითხრეს, რომ უახლოეს პერიოდში თავად გაავრცელებდნენ განცხადებას.
„უახლოეს პერიოდში გავავრცელებთ ინფორმაციას. ზომებსაც მივიღებთ, მათ შორის სამართლებრივს და ასევე, ჩვენი მხრიდანაც იქნება მიღებული ზომები, რა თქმა უნდა, სამართლებრივ ჩარჩოებში და ფარგლებში მოქცეული,”— გვითხრა გიორგი ქარდავამ.
კონკრეტულად რა ზომებზეა საუბარი ჩვენთვის უცნობია, რადგან გიორგი ქარდავამ ტელეფონი გაგვითიშა.
დაიწყო თუ არა გამოძიება? ამის გარკვევას შსს-ში ჩვენ უკვე მესამე დღეა ვცდილობთ, თუმცა საგამოძიებიო უწყებაში გვეუბნებიან, რომ „მოიკითხავენ.”
შეგახსენებთ, რომ „ალტ-ინფო”-ს ახალდაარსებული პარტიის ოფისზე შეურაცხმყოფელი წარწერები 6 მარტს გააკეთეს.