მამუკა მდინარაძე სანქციებზე – თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს იქნება ეროვნული და არა სხვა ინტერესებიდან გამომდინარე

მამუკა მდინარაძე სანქციებზე – თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს იქნება ეროვნული და არა სხვა ინტერესებიდან გამომდინარე


თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს იქნება ეროვნული და არა სხვა ინტერესებიდან გამომდინარე, – ასე უპასუხა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ შეუერთდება საქართველო სანქციას, რომლის მიხედვითაც აშშ-მა სრულად აკრძალა რუსული ნავთობის, გაზისა და ნახშირის იმპორტი.

მისივე თქმით, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყანაში მხოლოდ ლოკალური პრობლემებია, რის მოგვარებაზეც ხელისუფლება მუშაობს.

“ლოკალური პრობლემებია ცალკეული მიმართულებით, არაა მასშტაბური. რადგან ეს პრობლემები არაა სერიოზული და მასშტაბური, ამის აღმოფხვრის გზებზე საქართველოს ხელისუფლება პერმანენტულად მუშაობს”,- განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ აშშ-მა სრულად აკრძალა რუსული ნავთობის, გაზისა და ნახშირის იმპორტი.