თბილისში გაიმართა ნახატების პირველი გამოფენა თემაზე „სომეხთა გენოციდი – კულტურული გენოციდი“

თბილისში გაიმართა ნახატების პირველი გამოფენა თემაზე „სომეხთა გენოციდი – კულტურული გენოციდი“


ა.წ. 21 მარტს, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საქართველოს სომხური სათვისტომოს“ ორგანიზებით გაიმართა ნახატების პირველი გამოფენა თემაზე „სომეხთა გენოციდი – კულტურული გენოციდი“.

ინიციატივა გაგრძელდება და 24 აპრილამდე იგეგმება ამავე თემაზე გამოფენების მოწყობა თბილისის სხვა რაიონებშიც.