Headlines

შალვა პაპუაშვილი სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა


პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს ალენ სიმონიანს შეხვდა. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებული მრავალწლიანი ნაყოფიერი ორმხრივი თანამშრომლობა.

„ყურადღება გამახვილდა მჭიდრო საპარლამენტო კავშირებზე, განსაკუთრებით, მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის. გამოიხატა მზადყოფნა საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისათვის. მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის.

შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა“, – ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დელეგაციის შემადგენლობაში გიორგი ვოლსკისოზარ სუბარი, სამველ მანუკიანი, სუმბატ კიურეღიანი, ელგუჯა გოცირიძე და ხათუნა სამნიძე შედიან.