პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვას იწყებს.
ბიუროს გადაწყვეტილებით, ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს 12-13 აპრილს განიხილავენ.
კანონპროექტის განხილვა მმართველ გუნდს დაჩქარებული წესით სურდა, თუმცა 29 მარტის პლენარულ სხდომაზე პროექტის განხილვის ორი კვირით გადადების გადაწყვეტილება მიიღეს.
კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ორგანოს შეეძლება კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება მეორე ორგანოს წინააღმდეგ მის მიერ გამოცემული არა მხოლოდ ნორმატიული აქტის, არამედ ასევე მოქმედების/უმოქმედობის საფუძველზეც, თუკი მიიჩნევს, რომ ამ ორგანომ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება დაარღვია.