23 აპრილის საღამოს, განხორციელდა ჩირაღდნების მსვლელობა წმინდა გრიგოლ განმანათლებლის ეკლესიიდან ქალაქის მარდის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ხაჩკარ-მემორიალთან. მსვლელობა, როგორც ყოველთვის ,გაიმართა ზორი ზორიანის სახელობის ახალგაზრდული კავშირის ორგანიზებით.
მსვლელობას ასევე შეუერთდა ახალციხის რაიონის სოფლების ახალგაზრდობა . მსვლელობის მონაწილეებმა სომხეთის დროშებითა და ანთებული ჩირაღდნებით ავიდნენ სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ხაჩკარ-მემორიალთან.