პირველ რიგში, ეს ნამდვილად არის აღსანიშნავი დღე საქართველოსთვის,- ამის შესახებ ვროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ხაზს უსვამს იმ შთამბეჭდავ და ძალიან ცალსახა პოზიციას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისა, რომ იქცნენ ევროკავშირის წევრებად.
„პირველ რიგში, ეს ნამდვილად არის აღსანიშნავი დღე საქართველოსთვის, კანდიდატის სტატუსის მიენიჭა ქვეყანას. ხშირად, როდესაც ვანიჭებთ, ან ვუწევთ რეკომენდაციას ამ სტატუსის მინიჭებას, ვამბობთ, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე ნაბიჯია გადასადგმელი. ეს დეტალურად არის გაწერილი რეკომენდაციებში. ეს ნამდვილად უზარმაზარი ნაბიჯია საქართველოსთვის, ასევე, ეს ხაზს უსვამს იმ შთამბეჭდავ და ძალიან ცალსახა პოზიციას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისა, რომ იქცნენ ევროკავშირის წევრებად“,- აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ცნობისთვის, ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ამ წუთებში, ბრიუსელში მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა.