საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება პარიზში გამართულ ფორუმზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება პარიზში გამართულ ფორუმზე


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარიზში გამართულ ფორუმზე განაცხადა, რომ მის ქვეყანას მეგობრული ურთიერთობა აქვს როგორც სომხეთთან, ასევე აზერბაიჯანთან და იცავს ნეიტრალიტეტს.

„ჩვენ 100%-ით ნეიტრალური ვართ და ამ სიტუაციაში მხარეს ვერ დავიჭერთ. ჩემმა მეგობარმა ნიკოლ ფაშინიანმა კარგად იცის ჩვენი პოზიცია. იგივე შემიძლია ვთქვა ჩემს მეგობარ ილჰამ ალიევზე. ჩვენი თავდაცვის მექანიზმები – ნეიტრალიტეტი და მიუკერძოებელი პოზიცია – ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში. ეს სამივე ქვეყნის ინტერესებს აკმაყოფილებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზის სამშვიდობო ფორუმზე.