ბორჯომში, ე.წ. ახალი უბნის დასახლებაში მტკვრის სანაპიროზე დაზიანებული, დამცავი საყრდენი კედლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, 142 – მეტრიანი დამცავი საყრდენი კედლის რეაბილიტაცია განხორციელდება.
სამუშაოებს „საქართველოს სამშენებლო კომპანია“ ასრულებს.
„დაზიანებული საყრდენი კედლის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 900 000 ლარია გამოყოფილი.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომში მოსული უხვი ნალექის გამო, ახალი უბნის ქალაქის ცენტრთან დამაკავშირებელ გზაზე, მდინარე მტკვრის ადიდებამ ნაპირსამაგრი კედელი დააზიანა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.