საქართველო და სომხეთი ფიფას 2029 წლის 20 წლამდე მსოფლიო თასის მასპინძლობაზე ერთობლივ განაცხადს შეიტანენ

საქართველო და სომხეთი ფიფას 2029 წლის 20 წლამდე მსოფლიო თასის მასპინძლობაზე ერთობლივ განაცხადს შეიტანენ


საქართველო და სომხეთი ფიფას 2029 წლის 20 წლამდე მსოფლიო თასის მასპინძლობაზე ერთობლივ განაცხადს შეიტანენ. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა.

„უკვე ოფიციალურად, შემიძლია ვთქვა, რომ ორი მეზობელი, მეგობარი, საფეხბურთო ისტორიით მდიდარი ქვეყანა ერთობლივად განაცხადს შევიტანთ 2029 წლის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობაზე.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს სომეხ კოლეგას თანამშრომლობისთვის. ჩვენი ქვეყნებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გამოცდილება გვაქვს, ჩვენ მსგავსი ტურნირები ჩაგვიტარებია. იმედი მაქვს გავიმარჯვებთ და ერთად ვუმასპინძლებთ ამ ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირს”, – განაცხადა კობიაშვილმა.