უკანონო ნადირობის შემთხვევები სამცხე-ჯავახეთში

უკანონო ნადირობის შემთხვევები სამცხე-ჯავახეთში

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში უკანონო ნადირობის 10 შემთხვევა დაფიქსირდა.

ამავე წყაროს ცნობით, ყველაზე მეტი შემთხვევა – 64 – სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა. სულ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკანონო ნადირობის 215 შემთხვევა დაფიქსირდა.

„გამოვლენილი დარღვევებიდან 200 არის აკრძალული იარაღის ან მეთოდებით ნადირობის ფაქტი. სამართალდამრღვევებმა 15 შემთხვევაში ნადირობდნენ გადამფრენი ფრინველების გარემოდან გატანის საფასურის გადახდის გარეშე, 1 შემთხვევაში კი ნადირობის წესების დარღვევით. ბრაკონიერებმა უკანონოდ ნადირობდნენ 27 მწყერზე“, – ნათქვამია ანგარიშში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ნადირობის სეზონის დაწყებიდან 1 თვის განმავლობაში ამოღებულია 198 ერთეული ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც ასხივებდა ხმოვან სიგნალებს ფრინველების მოსაზიდად.