ბორჯომის მუნიციპალიტეტი 2022 წელს გეგმავს გამოყოფოს 10 მილიონ ლარამდე საგზაო ინფრასტრუქტურისთვის, წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგებისთვის, გარე განათებისთვის, მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის, მუნიციპალური ტრანსპორტისა და ქუჩების დასუფთავებისთვის – ეს ხარჯები 2022 წლის ბიუჯეტშია ასახული.
ბიუჯეტის საბუთის მიხედვით, იგეგმება საგზაო ინფრასტრუქტურისთვის 300 000 ლარზე მეტის გამოყოფა. მერია წყლისა და კანალიზაციისთვის 600 000 ლარამდე დახარჯვას გეგმავს. გარე განათებისთვის 200 000 ლარზე მეტია გამოყოფილი. ქუჩების კეთილმოწყობისა და სკვერების კეთილმოწყობისთვის 800 000 ლარამდეა გათვალისწინებული, ხოლო საქალაქო ტრანსპორტის სუბსიდირებისთვის- 1 მილიონ ლარამდე. რაც შეეხება ბორჯომში კოსტავას მოედნისა და პარკის რეაბილიტაციას და ახალი დასასვენებელი და გასართობი ცენტრების შექმნას, ბორჯომის მერია 3 მილიონ ლარამდე გამოყოფას გეგმავს. სტატიაში დაწერილი ინფორმაციით, წელს მერია ქალაქის დასუფთავებისთვის 500 ათას ლარზე მეტის გამოყოფას გეგმავს. ააიპ „ბორჯომი დასუფთავებისა და კეთილმოწყობისთვის“ პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის ქალაქებისა და სოფლების დასუფთავებაზე და ნაგვის გატანაზე მთელი წლის განმავლობაში, ასევე დაზიანებული ნაგვის ურნების შეკეთებაზე.მას ასევე ეკისრება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მრავალსართულიან შენობებში მდებარე ნაგვის ურნების დეზინფექცია და სადეზინფექციო მომსახურება.